"ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტი ბექა პაპაშვილი ერთ-ერთ სუპერმარკეტში „ქართული ოცნების“ დეპუტატს ბექა ოდიშარიას სიტყვიერად დაუპირისპირდა
შეურაცხმყოფელი შეძახილების შემდეგ, დეპუტატის თანმხლებმა პირებმა აქტივისტს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს. იყო დაპირისპირება. ინციდენტიდან რამდენიმე წუთში კი ერთ-ერთ ტელეეთერში ნაციონალური მოძრაობის აქტივისტი „ქართული ოცნების“ წევრების განადგურებით იმუქრებოდა. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მსგავსი შეტევისთვის კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები 500-ს დოლარს იხდიან.
