საფრანგეთში მემარცხენე ფრთის წარმომადგენელი პოლიტიკური პარტიები აცხადებენ, რომ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის „სახალხო ფრონტს“ შექმნიან
საფრანგეთში მემარცხენე ფრთის წარმომადგენელი პოლიტიკური პარტიები აცხადებენ, რომ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის „სახალხო ფრონტს“ შექმნიან. პარტიებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ქვეყნის ისტორიაში ახალი სახალხო ფრონტით ახალი ფურცელი იწერება. ამავე განცხადების მიხედვით, გაერთიანება აპირებს დაუპირისპირდეს მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე „ეროვნულ გაერთიანებას“, რომელსაც, წინასწარი შედეგების მიხედვით, არჩევნებში დიდი უპირატესობა ექნება. შეგახსენებთ, ევროპარლამენტის არჩევნებში ულტრამემარჯვენე პარტიის გამარჯვების შემდეგ, პრეზიდენტმა მაკრონმა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნა, რომლის პირველი ტური 30 ივნისს, მეორე კი 7 ივლისს ჩატარდება
