დიდი შვიდეულის სამიტის ფარგლებში უკრაინამ და შეერთებულმა შტატებმა უსაფრთხოების სფეროში ათწლიანი შეთანხმება გააფორმეს
დიდი შვიდეულის სამიტის ფარგლებში უკრაინამ და შეერთებულმა შტატებმა უსაფრთხოების სფეროში ათწლიანი შეთანხმება გააფორმეს. დოკუმენტს ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ჯო ბაიდენმა მოაწერეს ხელი. პრეზიდენტების მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი ადასტურებს შეერთებული შტატების მზადყოფნას, მიაწოდოს უკრაინას გრძელვადიანი მატერიალური, სასწავლო და საკონსულტაციო, ტექნიკური, სადაზვერვო, უსაფრთხოების, თავდაცვით-სამრეწველო, ინსტიტუციური და სხვა დახმარება
