საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ინსტრუქცია, რომელიც საქართველოს საზღვარგარეთ მცხოვრებ მოქალაქეებს კიდევ ერთხელ აწვდის ინფორმაციას საკონსულო აღრიცხვაზე დადგომისა და არჩევნებში მონაწილეობის შესახებ
საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე ინსტრუქცია გამოქვეყნდა, რომელიც მათ ინფორმაციას აწვდის საკონსულო აღრიცხვაზე დადგომისა და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე საუბარია იმ დეზინფორმაციაზე, თითქოს საქართველოს საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეები საკონსულო აღრიცხვიდან პოლიტიკური ნიშნით არიან მოხსნილი. სამინისტროს ცნობით, მოქალაქეების საკონსულო აღრიცხვაზე დაყენების უმთავრეს მიზანს მათი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა წარმოადგენს. შესაბამისად, საგარეო უწყებაში განმარტავენ, რომ საქართველოს მოქალაქის არც საკონსულო აღრიცხვაზე დაყენება, არც საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნა არ უკავშირდება მოქალაქის პოლიტიკურ შეხედულებებს
