საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს შეხვდა
საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს შეხვდა. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ადმინისტრირების საკითხები გააცნეს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლების მონაწილეობისა და ინფორმირების მნიშვნელობას. ყურადღება გამახვილდა 26 ოქტომბრის არჩევნებში ტექნოლოგიების ფართო მასშტაბით გამოყენების უპირატესობასა და სხვა სიახლეებზე
