ერევანში მთავრობის შენობასთან მიმდინარე ანტისამთავრობო აქციაზე, პოლიციასა და აქტივისტებს შორის ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა
ერევანში მთავრობის შენობასთან მიმდინარე ანტისამთავრობო აქციაზე, პოლიციასა და აქტივისტებს შორის ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. აქტივისტები პრემიერ-მინისტრს აზერბაიჯანისთვის ტერიტორიების გადაცემაში ადანაშაულებენ და მის გადადგომას მოითხოვენ. სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, გუშინდელ აქციაზე მომხდარი არეულობის დროს, 100-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სომხეთის დედაქალაქში, პარლამენტის შენობასთან ვითარება მაშინ გამწვავდა, როდესაც პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი დეპუტატების კითხვებს პასუხობდა. ტერიტორიიდან აქციის მონაწილეების გასაყვანად, პოლიციამ სპეციალური საშუალებები გამოიყენა. არეულობის დროს 100-მდე ადამიანი დააკავეს.
