სომხეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ბელარუსში იქამდე არ გაემგზავრება, ვიდრე ქვეყნის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკოა
სომხეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ბელარუსში იქამდე არ გაემგზავრება, ვიდრე ქვეყნის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკოა. ნიკოლ ფაშინიანმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს , ბელარუსის პრეზიდენტის განცხადება გაიხსენა. ცოტა ხნის წინ ალექსანდრ ლუკაშენკომ თქვა, რომ 2020 წელს ყარაბაღის ომში აზერბაიჯანის გამარჯვების სჯეროდა და ამ საკითხზე ქვეყნის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან საუბარი ჰქონდა. ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობის გამწვავების ფონზე, ბელარუსში სომხეთის ელჩი კონსულტაციისთვის ერევანში დაიბარეს. მინსკში კი სომხეთის პრემიერ-მინისტრის სიტყვები იმპულსურ განცხადებად შეაფასეს. დღესვე ცნობილი გახდა, რომ სომხეთი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას დატოვებს. სამხედრო ალიანსის თავმჯდომარე სწორედ ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკოა
