იტალიაში დიდი შვიდეულის ლიდერების შეხვედრა მიმდინარეობს
იტალიაში დიდი შვიდეულის ლიდერების შეხვედრა მიმდინარეობს. სამიტის მასპინძელმა, იტალიის პრემიერ-მინისტრმა მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნა, რომ დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემა, უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომებია. ჯორჯა მელონიმ თქვა, რომ იტალიის თავმჯდომარეობის პერიოდში, დიდი შვიდეული ასევე ყურადღებას გაამახვილებს გლობალურ სამხრეთთან დიალოგზე და თანამედროვეობის ისეთ რთულ გამოწვევაზე, როგორიც მოქნილი და მართვადი მიწოდების ჯაჭვის შექმნაა
