13 ივნისის ტრაგედიიდან 9 წელი გავიდა
13 ივნისის ტრაგედიიდან 9 წელი გავიდა. მემორიალთან, დღეს კიდევ ერთხელ მიაგეს პატივი დაღუპულთა სულებს და მიუსამძიმრეს მათი ოჯახის წევრებს. მემორიალთან იმყოფებოდნენ თბილისის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე, ასევე სასულიერო პირები. მამა შალვა კეკელიამ გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადა. 2015 წლის 13 ივნისს, მდინარე ვერეს ადიდებას, 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ორი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაიკარგა
