მინისტრის საათი
დეპუტატებმა განათლების მინისტრს უსმინეს. გიორგი ამილახვარმა წლიური ანგარიში წარადგინა. მინისტრმა მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრა, მათ შორის თქვა, რომ პირველი ივლისიდან საჯარო სკოლებში სტატუსის მქონე ყველა მასწავლებელს ანაზღაურება საშუალოდ 500 ლარით გაეზრდება, ასევე დაახლოებით 27 000 სტუდენტს 30 მილიონ ლარამდე არსებული დავალიანება უკვე ჩამოეწერა. მინისტრმა ისაუბრა 170-ზე მეტი სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციაზე, რომელიც ამ დროისთვის მიმდინარეობს.
სიუჟეტის ავტორი: მაკუნა აბულაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
