ადვოკატების ინფორმაციით, ჰოლანდიელი ინვესტორი ხაზარაძე-ჯაფარიძის წინააღმდეგ სასამართლო დავას იწყებს - ეროვნულმა ბანკმა საქმეში დარღვევა უკვე დაადგინა
ადვოკატების ინფორმაციით, ჰოლანდიელი ინვესტორი ხაზარაძე-ჯაფარიძის წინააღმდეგ სასამართლო დავას იწყებს. საქმე ეხება 2014 წელს მამუკა ხაზარაძისა და მისი პარტნიორების მიერ დაარსებულ კომპანიას „იმერეთი გრინერს“, რომლის ბიზნეს პროექტისთვის „თიბისი კაპიტალმა“, 2017 წელს ორი მილიონი დოლარის ობლიგაციები გამოსცა, ხოლო ჰოლანდიელმა ინვესტორმა ფასიან ქაღალდებში 400 000 დოლარის ინვესტიცია განახორციელა
