შალვა პაპუაშვილი კობახიძე-ვარჰეის სატელეფონო საუბარზე: როდესაც ნახსენებია ფიცოს შემთხვევა, რა თქმა უნდა, ეს კონტექსტი იყო აბსოლუტურად მიუღებელი და პოლიტიკურად გარკვეული მინიშნების მიმცემი
პარლამენტის თავმჯდომარე კიდევ ერთხელ გამოეხმაურა ირაკლი კობახიძისა და ოლივერ ვარჰეის სატელეფონო საუბარს. შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ მიუღებელი და პოლიტიკურად გარკვეული მინიშნების მომცემია პრემიერ-მინისტრის, ფიცოს შემთხვევაზე საუბარი. მისივე თქმით, ეს იყო არასწორ პოლიტიკურ კონტექსტში ნათქვამი სიტყვები
