ერევანში ანტისამთავრობო აქცია დილიდან განახლდა
ერევანში ანტისამთავრობო აქცია დილიდან განახლდა. მთავრობის შენობასთან მიმდინარე აქციაზე, პოლიციასა და აქტივისტებს შორის ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. აქტივისტები პრემიერ მინისტრს აზერბაიჯანისთვის ტერიტორიების გადაცემაში ადანაშაულებენ და მის გადადგომას მოითხოვენ.
