ჩრდილოატლანტიკური ალიანსი უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევების საპასუხოდ ბირთვული არსენალის ადაპტაციას ახდენს
ჩრდილოატლანტიკური ალიანსი უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევების საპასუხოდ ბირთვული არსენალის ადაპტაციას ახდენს. აღნიშნული განცხადება ნატოს გენერალურმა მდივანმა გააკეთა. პრესკონფერენციის დროს იენს სტოლტენბერგმა ბირთვული იარაღი ალიანსის უსაფრთხოების გარანტად და მშვიდობის შენარჩუნების საშუალებად შეაფასა.
