იტალიაში დიდი შვიდეულის სამიტი დაიწყო
იტალიაში დიდი შვიდეულის სამიტი დაიწყო. ამერიკის, ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთის, იაპონიის, იტალიისა და კანადის ლიდერების შეხვედრის მთავარი თემა, უკრაინის მხარდაჭერა და ღაზის სექტორში მიმდინარე ომია. დიდი შვიდეულის სამიტში მონაწილეობას იღებენ ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტებიც. შეხვედრაზე მიწვეულია უკრაინის პრეზიდენტიც, რომელიც სამიტის პარალელურად, ამერიკის შეერთებულ შტატებთან უსაფრთხოების შესახებ ახალ შეთანხმებას მოაწერს ხელს.
