13 ივნისის ტრაგედიიდან ცხრა წელი გავიდა
13 ივნისის ტრაგედიიდან ცხრა წელი გავიდა. სტიქიის მემორიალთან დღეს კიდევ ერთხელ მიაგეს პატივი დაღუპულთა სულებს და მიუსამძიმრეს მათი ოჯახის წევრებს. მემორიალთან იმყოფებოდა თბილისის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე, ასევე სასულიერო პირები. მამა შალვა კეკელიამ გადაცვლილთა სულის მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადა . 2015 წლის 13 ივნისს მდინარე ვერეს ადიდებას 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა , ორი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაიკარგა
