პარლამენტის თავმჯდომარე ევროინტეგრაციის ყოფილი მინისტრის მიერ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შესახებ გაკეთებულ განცხადებას ხელოვნური აჟიოტაჟის შექმნის მცდელობად აფასებს
პარლამენტის თავმჯდომარე ევროინტეგრაციის ყოფილი მინისტრის მიერ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შესახებ გაკეთებულ განცხადებას ხელოვნური აჟიოტაჟის შექმნის მცდელობად აფასებს. შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ მსგავსი განცხადებების ავტორები მოწყვეტილები არიან საკუთარი ქვეყნის ინტერესებს და მოქმედებენ სხვა ქვეყნის ინტერესებით. ალექსი პეტრიაშვილმა თქვა, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერება გარდაუვალია, მისივე თქმით, უკეთესი იქნება თუ ეს არჩევნებამდე მოხდება.
