საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირსების ორდენით დაჯილდოების გადაწყვეტილება პრეზიდენტს ამ დრომდე არ მიუღია
თითქმის სამი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც პრემიერმა და პარლამენტის თავმჯდომარემ, პრეზიდენტს წარდგინებით მიმართეს, საფეხბურთო ნაკრების წევრებისა და სამწვრთნელო შტაბის შემადგენლობის ღირსების ორდენით დაჯილდოებასთან დაკავშირებით, თუმცა წერილზე სალომე ზურაბიშვილის ხელმოწერა ამ დრომდე არ არის. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ეს ფაქტი ზურაბიშვილის სახელმწიფოებრივ დამოკიდებულებას ნათლად ასახავს.
სიუჟეტის ავტორი: სოფო ბერიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
