სომხეთი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას დატოვებს
ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სომხეთმა ორგანიზაციაში საწევრო გადასახადის გადახდა შეაჩერა. კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია რამდენიმე პოსტსაბჭოთა ქვეყნის სამხედრო ალიანსია, რომელსაც რუსეთი ხელმძღვანელობს. მისი ამჟამინდელი წევრებია: რუსეთი, სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი.
