ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის ორგანიზებით, ღვინის პროფესიონალების 12-კაციანი ჯგუფი საქართველოში იმყოფებოდა
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის ორგანიზებით, ღვინის პროფესიონალების 12-კაციანი ჯგუფი საქართველოში იმყოფებოდა. ბრიტანელი იმპორტიორების, საცალო მოვაჭრეების, ბაიარებისა და სომელიეებისგან შემდგარი ჯგუფის წევრები ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებს კახეთში ეწვივნენ. თბილისში გამართულ სპეციალურ დეგუსტაციაზე კი ბრიტანელი სტუმრები ოცი კომპანიის სხვადასხვა დასახელების ღვინოს გაეცნენ.
