რატი იონათამიშვილი ნიუ-იორკში
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი გაეროს შშმ პირთა უფლებების მე-17 ასამბლეაზე, ნიუ-იორკში სიტყვით გამოვიდა. მმართველი პარტიის წევრის განცხადებით, საქართველოში ადამიანის უფლებები, გამჭვირვალობის პრინციპი, ტრადიციული და ევროპული ფასეულობები მაღალი სტანდარტის არის დაცული. რატი იონათამიშვილმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებზე გაამახვილა ყურადღება. გარდა ამისა, საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის ქვეყნის სტატუსის მიღებაზე და საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივებზე ისაუბრა. არა ოკუპაციას! კი მშვიდობასა და თანასწორობას! ამ სიტყვებით დაასრულა რატი იონათამიშვილმა თავისი გამოსვლა ნიუ-იორკში გამართულ ასამბლეაზე
