უკრაინის რადაში აცხადებენ, რომ უკრაინის არმია ახალი კონტრიერიშის დასაწყებად ჯერ მზად არ არის
უკრაინის რადაში აცხადებენ, რომ უკრაინის არმია ახალი კონტრიერიშის დასაწყებად ჯერ მზად არ არის. უკრაინის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი „ბიბისისთან“ საუბრისას ამბობს, რომ ოკუპანტის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი იერიშის დაგეგმვა ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის, რამდენად შეძლებს უკრაინა, ახალი მობილიზაციის საშუალებით, არმიის რიგების საჭირო რაოდენობის ჯარისკაცებით შევსებას და რამდენად სწრაფად ჩავა ფრონტის ხაზამდე სრული მოცულობით დასავლეთის სამხედრო დახმარება. მისი თქმით, ვაშინგტონი უკრაინას შეიარაღებას დაგვიანებით აწვდის
