სტიქიას ებრძვიან ხარაგაულში
სტიქიას ებრძვიან ხარაგაულში. ძლიერი წვიმის შედეგად, გვიან ღამით სოფელ გედსამანიაში მდინარე უხადურა ადიდდა, დააზიანა ხიდბოგირები და საავტომობილო გზები. ჩადუნლების უბანში მდინარემ გზა მოანგრია და გადაადგილება მხოლოდ ფეხით არის შესაძლებელი. ადიდებულმა მდინარემ ქუჩიდან ავტომანქანები წაიღო და მდინარის კალაპოტში გადააგდო. დაზიანებულია სავარგულები, დატბორილია ეზოები
