ბიძინა ივანიშვილის მიერ იოანე ზოსიმეს ხელნაწერი წიგნის შეძენის ფაქტი ოპოზიციურ სპექტრში ქილიკის საგნად იქცა
აუქციონის დასრულებამდე საქართველოში დიდი ინტერესი იყო იოანე-ზოსიმეს წიგნის მყიდველის მიმართ, თუმცა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ხელნაწერი ბიძინა ივანიშვილმა შეიძინა და საჩუქრად ეროვნულ მუზეუმს გადასცემს, ნაწილმა სოციალურ ქსელში სტატუსი წაშალა, ნაწილმა ქველმოქმედების დაკნინება დაიწყო. ოპოზიციის სხვადასხვა ლიდერთან და მათ მხარდამჭერებთან ერთად, ეს ქველმოქმედება საქილიკო გახდა პრეზიდენტისთვისაც. რომელმაც ჯერ მყიდველის სახელისა და გვარის გაგებამდე სოციალურ ქსელში ამ ხელნაწერის მნიშვნელობაზე პოსტი გააზიარა, ქველმოქმედებისა და ქველმოქმედის გამოაშკარავების შემდეგ კი მისი პოზიცია შეიცვალა. ოპონენტების ასეთი დამოკიდებულება მმართველი გუნდისთვის იმის დასტურია, რომ ოპოზიცია ყველანაირი, მათ შორის ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პროცესების საკუთარ პოლიტიკურ დღის წესრიგზე მორგებას ცდილობს
