ბიძინა ივანიშვილმა „კრისტის“ აუქციონზე იოანე-ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერი წიგნი შეიძინა და ეროვნულ მუზეუმს გადასცემს
„უდიდესი მოვლენა ქართული სულიერებისა და კულტურის ისტორიაში“ - ასეთია შეფასებები ბიძინა ივანიშვილის მორიგ ისტორიულ ქველმოქმედებაზე. იოანე-ზოსიმეს ხელნაწერი, პალიმფსესტი სინას მთის კოლექციიდან ბიძინა ივანიშვილმა „კრისტის“ აუქციონზე მილიონ ფუნტ სტერლინგად შეიძინა. უნიკალური ხელნაწერი საჩუქრად ეროვნულ მუზეუმს გადაეცემა! - ტექსტის ნაწილი, ბერის, იოანე ზოსიმეს მიერ არის გადაწერილი და ის ზუსტად 979 წლით თარიღდება
სიუჟეტის ავტორი: სოფო ბერიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
