ვაშინგტონის გეგმა ამერიკასა და ევროკავშირს შორის სერიოზული დავის საგანი გახდა
ვაშინგტონის გეგმა, რომ უკრაინას, დახმარების სახით, 50 მილიარდი დოლარის ოდენობის კრედიტი გამოუყოს, ამერიკასა და ევროკავშირს შორის სერიოზული დავის საგანი გახდა. „პოლიტიკოს“ ცნობით, ევროკავშირს არ მოსწონს, რომ ვაშინგტონი მას ამერიკის მიერ გამოყოფილი კრედიტის დაფარვის გარანტორად განიხილავს. ვაშინგტონი ბრიუსელს სთავაზობს სესხი ევროკავშირში დაყადაღებული რუსული აქტივებიდან მიღებული მოგებით დაიფაროს. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები არ გამორიცხავენ, რომ სესხის დაფარვა, საბოლოო ჯამში, თავად ევროპულ ბლოკს მოუწიოს.
