მიხეილ სარჯველაძე სლოვაკეთის შრომის, სოციალური საკითხებისა და ოჯახის მინისტრ ერიკ ტომაშს შეხვდა
მიხეილ სარჯველაძე სლოვაკეთის შრომის, სოციალური საკითხებისა და ოჯახის მინისტრ ერიკ ტომაშს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს. განიხილეს საქართველოში სოციალური დაცვისა და შრომის პოლიტიკის მიმართულებით მიმდინარე რეფორმები. მიხეილ სარჯველაძემ, სლოვაკ კოლეგას საქართველოს სოციალური დაცვის სისტემის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის პრიორიტეტი, მდგრადი, სოციალური დაცვის სისტემის ჩამოყალიბებაა. იმსჯელეს შრომის უსაფრთხოების საკითხებსა და სტანდარტებზე.
