ფრანგულმა გამოცემა „ეკიპმა“ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ „მონაკოსთან“ შეთანხმებას მიაღწია
ფრანგულმა გამოცემა „ეკიპმა“ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ „მონაკოსთან“ შეთანხმებას მიაღწია. თუმცა, ეს ცნობა 23 წლის ქართველმა ფორვარდმა მალევე უარყო და სოციალურ ქსელში დაწერა, რომ გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. საქართველოს ნაკრების წევრმა მანამდე ვიდეო კლიპი გამოაქვეყნა, სადაც მეცის ხელმძღვანელობასა და გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა. ფრანგულ მედიაში წერენ, რომ ეს კლუბთან გამოსამშვიდობებელი პოსტი იყო. მიქაუტაძემ გასულ სეზონში „მეცის“ მაისურით 22 მატჩში 14 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი შეასრულა.
