მადრიდში მიმდინარე გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს 121-ე სხდომას საქართველოს დელეგაცია ესწრება
მადრიდში მიმდინარე გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს 121-ე სხდომას საქართველოს დელეგაცია ესწრება. მათ შორის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე თამარ ყორიაული. საბჭოს სხდომის ფარგლებში ტარდება თემატური სადისკუსიო შეხვედრები, სადაც ორგანიზაციის შემდგომი საქმიანობა განიხილება. საქართველოს დელეგაცია მონაწილეობს ევროპის რეგიონის ქვეყნების სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში, სადაც ტურიზმის მხრივ ევროპის რეგიონის 2024 წლის გეგმები განიხილება.
