შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი ადამიანი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი ადამიანი დააკავა. მათ შორის ერთი ამავე დანაშაულისთვის წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამდროისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფია. სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი, ავტომობილისა და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალებები, ასევე ნარკოტიკების დაფასოებისთვის საჭირო ნივთები. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
