პრემიერ-მინისტრი ბერლინში
„ვერავითარი პოლიტიკური გადაწყვეტილებები ვერ დაუდგება წინ პასუხისმგებლობას, ვიზრუნოთ უკრაინელი ხალხისთვის“, -ეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბერლინში განაცხადა, გერმანიის დედაქალაქმა უკრაინის აღდგენის მორიგ კონფერენციას უმასპინძლა, სადაც მთავრობის მეთაური მსოფლიოს ლიდერებთან ერთად სიტყვით გამოვიდა და კიევს უცვლელი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა. 600-ზე მეტი მხარდამჭერი დოკუმენტი, 1 000-ზე მეტი ტონა ჰუმანიტარული ტვირთი, 35 მილიონი ლარის დახმარება და 26 000-მდე საქართველოში გადმოსახლებული უკრაინელი. საქართველო ომში მყოფი ქვეყნის გვერდით მდგომ სახელმწიფოთა შორის, ერთ-ერთი მოწინავეა. ირაკლი კობახიძემ კონფერენციის შემდეგ მედიასთან ისაუბრა.
სიუჟეტის ავტორი: მეგი ნარსავიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
