ბიძინა ივანიშვილის ისტორიული ქველმოქმედება
ბიძინა ივანიშვილის საჩუქარი საქართველოს. კიდევ ერთი ისტორიული ქველმოქმედების შედეგად, იოანე ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერი ეროვნულ მუზეუმში განთავსდება. ხელნაწერი სინას მთის კოლექციიდან არამეულსა და ქართულ ენებზეა შესრულებული. ბიძინა ივანიშვილმა ის „კრისტის“ აუქციონზე, მილიონ გირვანქა სტერლინგად შეიძინა. ხელნაწერი სახარებების ყველაზე ადრეულ ტექსტებს შეიცავს, არამეულის უახლოეს დიალექტზე ანუ იესოს დიალექტზე. ეს ქრისტიანული პალესტინის არამეულ ენაზე შექმნილი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფრაგმენტია, პალიმფსესტი დაწერილია ქართული ტექსტით და X საუკუნის სინას წმინდა ეკატერინეს მონასტერშია შემორჩენილი. ისტორიულ ქველმოქმედებას, პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა.