თორნიკე რიჟვაძემ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში სამუშაო შეხვედრა გამართა
ზაფხულის ტურისტული სეზონის საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე ტურიზმის ხელშეწყობის და სტიმულირების გეგმა განიხილეს. თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, კოორდინირებული მუშაობით, ტურიზმის სფეროში არსებული დადებითი დინამიკის შენარჩუნება, რათა აჭარა იყოს ოთხივე სეზონზე მიმზიდველი ლოკაცია.
