ლევან დავითაშვილი სლოვაკეთის სამთავრობო დელეგაციის წევრებს შეხვდა
ეკონომიკის მინისტრი საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ სლოვაკეთის სამთავრობო დელეგაციის წევრებს შეხვდა. ლევან დავითაშვილმა და სლოვაკეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ეკონომიკის მინისტრმა დენისა საკოვამ, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების არსებულ სურათზე ისაუბრეს და მათი განვითარების პერსპექტივები განიხილეს. ასევე შეთანხმება შედგა სლოვაკეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური კომისიის აღდგენაზე, რაც იქნება ფორმალური პლატფორმა, რათა უფრო ეფექტიანად განხორციელდეს სხვადასხვა ეკონომიკური პროექტი.
