პაატა კვიჟინაძე საპენსიო დანაზოგების შესახებ ოპოზიციის ბრალდებებს პასუხობს
საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, საპენსიო დანაზოგების შესახებ ოპოზიციის ბრალდებებს პასუხობს. პაატა კვიჟინაძის თქმით, 2018 წელს ოპონენტებს საპენსიო რეფორმისთვის მხარი არ დაუჭერიათ და მაშინაც იგივე დეზინფორმაციას ავრცელებდნენ მოსახლეობაში, რადგან მათი მიზანი, დღესაც ხელოვნური აჟიოტაჟის შექმნაა. კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ კანონში ჩადებულია რისკების გადამზღვევი მექანიზმები და საპენსიო დანაზოგებს გაფლანგვის საფრთხე არ ემუქრება.
