საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 60 მილიონი დოლარი გაყიდა
დღეს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 60 მილიონი დოლარი გაყიდა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2 ლარი და 86 თეთრი შეადგინა. სებ-ში აცხადებენ, რომ ინტერვენციის მიზანია, ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქციების შედეგად ბაზრის მოლოდინებზე შესაძლო უარყოფითი გავლენის შემცირება.
