ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონპროექტზე, პარლამენტში საკომიტეტო განხილვები მომავალ კვირაში დაიწყება
ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონპროექტზე, პარლამენტში საკომიტეტო განხილვები მომავალ კვირაში დაიწყება. კანონპროექტის განხილვაში მონაწილეობაზე უარს ამბობს ოპოზიცია. მათი ნაწილი აცხადებს, რომ პრობლემა რეალურად არ არსებობს და ინიციატივა წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია. მმართველი გუნდი კი დარწმუნებულია, რომ მათი ოპონენტები ამ შემთხვევაშიც გარედან მიღებულ დავალებებს ასრულებენ. პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი ლგბტ პროპაგანდის აღკვეთას, ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვას ემსახურება.
