კონფერენციის დაწყებამდე ირაკლი კობახიძემ მედიასთან კომენტარი გააკეთა
კონფერენციის დაწყებამდე ირაკლი კობახიძემ მედიასთან კომენტარი გააკეთა. მისი განცხადებით, საქართველო მხარს უჭერს უკრაინას ყველა პლატფორმაზე. მთავრობის მეთაურმა ისაუბრა საქართველოს მიერ მხარდაჭერილ 600-ზე მეტ გადაწყვეტილებასა და რეზოლუციაზე, რომლებიც ითვალისწინებდა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და რუსეთის სამხედრო აგრესიის დაგმობას. ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოსა და უკრაინის ხელისუფლებებს შორის არსებული სირთულეები და პოლიტიკური გადაწყვეტილებები ვერ დაუდგება წინ იმ პასუხისმგებლობას, რომ საქართველოს ხელისუფლებამ იზრუნოს უკრაინელი ხალხისთვის.
