ირაკლი კობახიძე, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, ბერლინში, უკრაინის აღდგენის კონფერენციაში მონაწილეობს
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, ბერლინში, უკრაინის აღდგენის კონფერენციაში მონაწილეობს. ღონისძიების მონაწილე სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებს გერმანიის ფედერალური კანცლერი მასპინძლობს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვიდა სახელმწიფო მეთაურთა სამუშაო შეხვედრაზე, რომელსაც ოლაფ შოლცი და ვოლოდიმირ ზელენსკი ხელმძღვანელობდნენ. ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და აღნიშნა, რომ საქართველო მზად არის მაქსიმალური წვლილი შეიტანოს უკრაინის აღდგენაში. კონფერენციის ოფიციალურ გახსნამდე, ლიდერებმა ერთობლივი ფოტო გადაიღეს.
სიუჟეტის ავტორი: მეგი ნარსავიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
