თავდაცვის მინისტრი აზერბაიჯანში
ქართულ-აზერბაიჯანული თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში, უსაფრთხოება რეგიონში და თბილისის მიერ შეთავაზებული მშვიდობიანი სამეზობლო ინიციატივა - საქართველოს თავდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაშია. აზერბაიჯანელ კოლეგასთან შეხვედრაზე ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯან-თურქეთ-საქართველოს სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატიც განიხილა. მანამდე კი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბაქოში, „საპატიო ხეივანში“ პატივი მიაგო და გვირგვინით შეამკო აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევისა და მისი მეუღლის, აკადემიკოს ზარიფა ალიევას საფლავები. დელეგაციის თანხლებით ირაკლი ჩიქოვანმა ასევე, ყვავილებით შეამკო გმირთა მემორიალის კომპლექსი და „მარადიული ცეცხლის“ მემორიალთან დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
