ქარელის მუნიციპალიტეტში, დვანსა და ტახტისძირში ძლიერი სეტყვის, წვიმისა და ქარის შედეგად განადგურებულია მოსავალი
ქარელის მუნიციპალიტეტში, დვანსა და ტახტისძირში ძლიერი სეტყვის, წვიმისა და ქარის შედეგად განადგურებულია მოსავალი. მოსახლეობის ნაწილს სეტყვის შედეგად სახლის სახურავები დაუზიანდა. სტიქიის შედეგები უკვე შეისწავლეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა. სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან იმერეთშიც. ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ ხუთი მუნიციპალიტეტი დააზარალა. თითქმის სრულად განადგურებულია სახნავ-სათესი მიწები, ვაზი და ხეხილი. განსაკუთრებით რთული ვითარებაა ბაღდათისა და ზესტაფონისა მუნიციპალიტეტებში.
