ამერიკისა და საფრანგეთის პრეზიდენტების ერთობლივ განცხადებას პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა
ამერიკისა და საფრანგეთის პრეზიდენტების ერთობლივ განცხადებას პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა. ოპოზიცია ამბობს, რომ ამ განცხადების მიზანია ერთმანეთისგან გამიჯნოს ქართველი ხალხი და ხელისუფლება. მმართველი გუნდი კი ხაზგასმით ადასტურებს, რომ ქვეყნის საგარეო კურსი უცვლელია და ის საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას ითვალისწინებს.
