ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ საკანონმდებლო პაკეტი უკვე ინიცირებულია
ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ საკანონმდებლო პაკეტი უკვე ინიცირებულია. კანონპროექტებს, რომლებიც ქვეყანაში ლგბტ პროპაგანდას კრძალავს, ოპოზიცია მხარს არ უჭერს, ისინი მიიჩნევენ, რომ თემას ქართული ოცნება წინასაარჩევნოდ იყენებს. მმართველი გუნდი განმარტავს, რომ კანონპროექტი ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანების დაცვას ემსახურება, რაც შეეხება მათი ოპონენტების პოზიციას, სახელისუფლებო პარტიაში აცხადებენ, რომ ოპოზიცია კონკრეტულ დავალებებს ქვეყნის გარედან ელოდება.
