ევროპარლამენტის არჩევნებზე თბილისში შეფასებები კეთდება
ევროპარლამენტის არჩევნებზე შეფასებები კეთდება თბილისში. ოპოზიციის ნაწილი აცხადებს, რომ ევროპარლამენტში არსებითად არაფერი შეცვლილა, ნაწილი კი დარწმუნებულია, რომ არჩევნების შედეგები საქართველოზეც აისახება, უფრო კონკრეტულად კი, მათი თქმით, წნეხი გაიზრდება ხელისუფლებაზე. ოპოზიციის ეს ანალიზი არასერიოზულია მმართველი გუნდისთვის. პარლამენტის თავმჯდომარის გაცხადებით, ევროპარლამენტის არჩევნების მთავარი გზავნილია, რომ საერთო ევროპულ ინტერესებზე უნდა შეთანხმდნენ, ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე და არა პირიქით.
