ევროპარლამენტის არჩევნების შედეგებს საფრანგეთისა და ბელგიის მთავრობებში რადიკალური ცვლილებები მოჰყვა
ევროპარლამენტის არჩევნების შედეგებს საფრანგეთისა და ბელგიის მთავრობებში რადიკალური ცვლილებები მოჰყვა. ეგზიტპოლების თანახმად, ემანუელ მაკრონის პარტია მარინ ლე პენის „ეროვნულ გაერთიანებასთან“ დამარცხდა. ლე პენის ულტრამემარჯვენე პარტიამ ხმების 31.5% დააგროვა. დიდი სხვაობით მარცხის ფონზე, საფრანგეთის პრეზიდენტმა საკანონმდებლო ორგანო დაითხოვა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 30 ივნისს და 7 ივლისს დანიშნა.
