თენგიზ სულაქველიძის სახელობის აკადემიაში, დასრულდა ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის, რამაზ შენგელიას ხსოვნისადმი მიძღვნილი ტრადიციული ტურნირი
თენგიზ სულაქველიძის სახელობის აკადემიაში, დასრულდა ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის, რამაზ შენგელიას ხსოვნისადმი მიძღვნილი ტრადიციული ტურნირი ფეხბურთში. ფინალურ შეხვედრაში თენგიზ სულაქველიძის აკადემიის გუნდმა, პენალტების სერიაში ანგარიშით: 3-1 დაამარცხა ტაშკენტის პახტაკორი და რამაზ შენგელიას სახელობის გარდამავალ თასს დაეუფლა. პრიზიორები ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელებმა და რამაზ შენგელიას ოჯახის წევრებმა თასებით, მედლებით და სხვა სამახსოვრო პრიზებით დააჯილდოვეს.
