თბილისში ღვინის მე-14 საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულები დააჯოლდოვეს
თბილისში ღვინის მე-14 საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულები დააჯოლდოვეს. კონკურსზე ოქროს მედალი 21-მა ღვინომ მოიპოვა. ექვსმა გამორჩეულმა ღვინომ უმაღლესი ჯილდო „ტროფი“ მიიღო. ვერცხლის მედლით 77 და ბრინჯაოს მედლით 96 ღვინო დაჯილდოვდა. კონკურსზე წარდგენილი იყო როგორც მსხვილი კომპანიების, ასევე მცირე და საოჯახო მარნების, ჯამში 76 კომპანიის წარმოებული 226 ღვინის ნიმუში.
