ქარელის მუნიციპალიტეტში, დვანსა და ტახტისძირში ძლიერი სეტყვის, წვიმისა და ქარის შედეგად განადგურებულია მოსავალი
ქარელის მუნიციპალიტეტში, დვანსა და ტახტისძირში ძლიერი სეტყვის, წვიმისა და ქარის შედეგად განადგურებულია მოსავალი. მოსახლეობის ნაწილს სეტყვის შედეგად სახლის სახურავები დაუზიანდა. სტიქიის შედეგები უკვე შეისწავლეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა. დვანში მოსახლეობას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული შეხვდა.
