ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები გაიმართა
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ე.წ. არჩევნებს გმობს. საგარეო უწყების განცხადებით ე.წ. არჩევნები უკანონოა და მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს ქმედებები, რომლებიც არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანიბას, ასევე შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები.
