გერმანიაში ევროპარლამენტის არჩევნების შედეგებით უკმაყოფილოა ვიოლა ფონ კრამონი
გერმანიაში ევროპარლამენტის არჩევნების შედეგებით უკმაყოფილოა ვიოლა ფონ კრამონი. „საარჩევნო კამპანიის დროს ბევრმა ძალიან ღიად მითხრა, რომ პრობლემა პუტინში კი არ არის, არამედ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჩვენს შიდა დაზვერვის სააგენტოსა და ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოშია, აქ რაღაც საშინლად არასწორად წარიმართა“- წერს სოციალურ ქსელში ვიოლა ფონ კრამონი. მას ასევე აინტერესებს, რა დაჯდა და ვინ დააფინანსა გერმანელი პოლიტიკოსის, სარა ვაგენ კნეხტის საარჩევნო კამპანია, რომლის პარტიამაც აღმოსავლეთ გერმანიაში წარმატება მოიპოვა. ფონ კრამონის პარტია მწვანეები გერმანიის სამთავრობო კოალიციაში შედის, რომელმაც ევროპარლამენტის არჩევნებში, ქვეყნის შიგნით, მესამე ადგილი მოიპოვა.
